Interviewsახალი ამბები

სანდენსის კინოფესტივალზე ჟიურის რჩეულ 8 ფილმს შორის ერთი ქართველი რეჟისორისაა

24 იანვარი, 2018 • 1437
სანდენსის კინოფესტივალზე ჟიურის რჩეულ 8 ფილმს შორის ერთი ქართველი რეჟისორისაა

თამთა გაბრიჩიძის “სოვდაგარი” იმ მოკლემეტრაჟიან ფილმებს შორის არის, რომლებმაც სანდენსის კინოფესტივალზე ჟიურის რჩეულები გახდნენ. ფილმმა ჟიურის პრიზი დოკუმენტური ფილმების ნომინაციაში მოიპოვა.

“სოვდაგარი” ერთი ვაჭრის, სოვდაგარ გელას ცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტანსაცმელს თავისი მანქანის საბარგულში ყიდის, სანაცვლოდ კი, ფულის მაგივრად, კარტოფილს იღებს.  23-წუთიანი ფილმი 2016 წელს გამოვიდა.

სანდენსის კინოფესტივალი 1978 წლიდან  აშშ-ში, იუტაში, “სანდენს ინსტიტუტის” მიერ ყოველწლიურად ტარდება და მასში ძირითადად საავტორო ფილმები (Independent Film) იღებენ მონაწილეობას.

“სოვგადარის” გარდა, წელს სანდენის კინოფესტივალზე ჟიურის რჩეული მოკლემეტრაჟიანი ფილმები გახდა :

  • “გაუთვალისწინებელი შემთხვევა” – ქერი უილიამსი
  • “ფოუვი” – ჟერემი კომტე
  • “ნონა ანასთვის” – ლუის დე ფილიპი
  • “გლუკოზა” – ჯერონ ბრექსტონი
  • “შეხედავ მას?!” – გორან სტოლევსკი
  • “თმის მგელი” – მარიამა დიალო
  • “მატრია” – ალვაგო გაგო

მასალების გადაბეჭდვის წესი