ახალი ამბები

ივანიშვილის ყოფილი ბანკირი მითვისებულ ფულს ცოლის ძვირფასეულობაში აბანდებდა

24 იანვარი, 2018 • 2892
ივანიშვილის ყოფილი ბანკირი მითვისებულ ფულს ცოლის ძვირფასეულობაში აბანდებდა

“კრედიტ სუისის” ბანკირი პატრიკ ლესკადრონი მდიდარი კლიენტებისგან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისგან მითვისებული ფულის ნაწილს ძვირფასეულობაში აბანდებდა. ბლუმბერგის ცნობით, ბანკის ადვოკატმა თქვა, რომ პატრიკ ლესკადრონს ცოლისთვის 1 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა აქვს ნაყიდი.

“კრედიტ სუისის” ადვოკატმა ვინსენტ ჯანერეტმა განაცხადა, რომ არაავტორიზებული ვაჭრობის შედეგად ლესკადრონს 47 მილიონი დოლარი აქვს მითვისებული მდიდარი კლიენტების ანგარიშებიდან. ამ დრომდე ლესკადრონის ცოლს, ირინა ლესკადრონს რაიმე დანაშაულში ბრალი არ ედება.

სასამართლოზე ასევე ცნობილი გახდა , რომ ლესკადრონმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან 1.5 მილიონი ბონუსის სახით მიიღო, რომელიც მის პირად ანგარიშზე გადარიცხა, რაც გამოძიებამდე უცნობი იყო ბანკისთვის.

პატრიკ ლესკადრონი უკვე ორი წელია პატიმრობაშია. მისი სასამართლო პროცესი შვეიცარიაში, ჟენევაში იმართება. პროკურორები ლესკადრონისთვის 5-წლიან პატიმრობას და შვეიცარიაში მისი 2.4 მილიონი ფრანკის ღირებულების სახლის, სარდინიის კურორტზე 2 აპარტამენტის და 10 მილიონის აქტივების კონფისკაციას ითხოვს. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მაქსმალური სასჯელი 10 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

ლესკადრონმა წინა სასამართლო პროცესებზე თქვა, რომ  მდიდარ კლიენტებს ექსელის ამონაწერების გაყალბებით ატყუებდა. მეტწილად ფულს ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ყოფილი პრემიერის ანგარიშებიდან იღებდა. ეს სქემა არ აღმოუჩენიათ მანამ, სანამ 2015 წლის სექტემბერში კალიფორნიულ ფარმაცევტულ კომპანიასთან მასობრივი გარიგების შესახებ არ გახდა ცნობილი.

ლესკადრონმა “კრედიტ სუისში” მუშაობა 2004 წელს დაიწყო. მანამდე ბანკირობის გამოცდილება არ ჰქონია. იგი ერთადერთი იყო, ვინც რუს კლიენტებს ემსახურებოდა, რუსული ენის ცოდნის გამო. ლესკადრონს ხელი მიუწვდებოდა ბანკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განყოფილებებზე, მათ შორის, საინვეტიციო საბანკო განყოფილებაზე. ლესკადრონის უფროსმა “კრედიტ სუისში” ბასილ სამარინმა სასამართლოს განუცხადა, რომ ბანკში ლესკადრონი მას შემდეგ გახდა “ვარსკვლავი”, რაც რუსი ფინანსისტის და სენატორის, ვიტალი მალკინის და ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების მართვა აიღო.

მილიონები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა, ბერმუდისა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოების ჩანაწერების მიხედვით,  ივანიშვილს დაბანდებული ჰქონდა ბერმუდაში, გადასახადისგან გათავისუფლებულ სადაზღვევო პოლისებში, რომლებსაც შპს “კრედიტ სუისს ლაიფ (ბერმუდა)” (Credit Suisse Life (Bermuda) Ltd) განკარგავდა. პოლისები აზღვევდა თავად ბიძინა ივანიშვილის, ეკატერინე ხვედელიძის, გვანცა, ცოტნე და ბერა ივანიშვილების სიცოცხლეს.

თემის შესახებ სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი