ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

24 იანვარი, 2018 • 1393
გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ენერგეტიკის სფეროში რეგიონულ პროექტებზე, ასევე საქართველოს ენერგეტიკულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს და ენერგეტიკის სფეროში ქვეყანაში უკვე განხორციელებული რეფორმები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ როლს ასრულებს რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში. კვირიკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისა და ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული ათვისების კუთხით მთავრობ9ის მიერ გაწეული სამუშაოებიც გააცნო.

შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, სახელწოდებით “შევქმნათ საერთო მომავალი დანაწევრებულ მსოფლიოში”, მეორე დღეა  მიმდინარეობს. წლევანდელ ფორუმში მონაწილეობას 3000 დელეგატი და 900 ხელმძღვანელი პირი იღებს. ფორუმს მსოფლიოს 70 ლიდერი ესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი