ახალი ამბებიეკონომიკა

 ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში საქართველო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 12 მლნ ევროს მიიღებს

24 იანვარი, 2018 • 1955
 ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში საქართველო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 12 მლნ ევროს მიიღებს

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო ENPARD,   III ფაზის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველო 12 მლნ ევროს მიიღებს. პროექტი გულისხმობს სოფლად შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივების და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ENPARD-ის ინფორმაციით, პროგრამის პირველი ფაზა 2014-2017 წლებს მოიცავდა და პირველი ეტაპის ფარგლებში 52 მილიონი ევრო დაიხარჯა.

საქართველოში ENPARD-ის პროგრამა  2013 წლიდან ხორციელდება. მისი საერთო ბიუჯეტი (სამივე ფაზა) 179,5 მილიონ ევროს (500 მილიონ ლარზე მეტს) შეადგენს. პროგრამის მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება. ევროკავშირმა განაცხადა, რომ 2018-2021 წლებისთვის ENPARD- ის მესამე ფაზის განხორციელებისთვის  დამატებით 230 მლნ ლარს (77.5 მილიონი ევრო) გამოყოფს. ევროკავშირი საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას ENPARD-ის პროგრამის მეშვეობით ახორციელებს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არა მარტო აღნიშნულ სექტორში.

მასალების გადაბეჭდვის წესი