ახალი ამბებისაზოგადოება

ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სერვისების აუცილებლობაზე იმსჯელეს

24 იანვარი, 2018 • 2035
ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სერვისების აუცილებლობაზე იმსჯელეს

ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის სერვისების განვითარება და ამისთვის საჭირო გზების მოძიება იყო ის თემა, რომელზეც დღეს ჯანდაცვის სამინისტროში დარგის სპეციალისტებმა და სამინისტროს წარმომადგენლება იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაში მონაწილე ექიმ-ნარკოლოგი, ხათუნა თოდაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ჯანდაცვის სამინისტრო რიგ სერვისებს ფარავს და კარგად აფინანსებს ( მათალითად, ჩანაცველბითი თერაპიას), არის სერვისები, რომელსაც გაძლიერება და დანერგვა სჭირდება.

“თუკი კანონპროექტი იქნება მიღებული და სავარაუდოდ, ეს ასე იქნება. კანონპროექტში გაწერილია გარკვეული ვადები. ცხადია, ის მაშინვე ძალაში არ შევა და სავარაუდოდ, თვეების, ან ერთი წლის განმავლობაში დაინერგება ეტაპობრივად, მაგრამ ჩვენ დღესვე ვიწყებთ მომზადებას იმისთვის, რომ სერვისები დავახვედროთ მზად.

არის მიმართულებები, მაგალითად, ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც საკამოდ კარგად არის განვითარებული და მოცვა პაციენტებისა მაღალია. დაფინანსება არის კარგი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და სრულიად უფასოდ მიეწოდებათ პაციენტებს, მაგრამ არის სერვისები, რომელსაც სჭირდება გაძლიერება, მაგალითად, ეს არის დეტოქსიკაციის სერვისი, თავის თანმხლები რეაბილიტაციით, და არის გარკვეული სერვისები, რომელსაც ნულიდან სჭირდება აშენება. მაგალითად,   ე.წ. რეზიდენტული ტიპის რეაბილიტაცია” – განაცხადა ხათუნა თოდაძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით ნარკოლოგიური სერვისების მხრივ, საქართველოში ორი ძირითადი გამოწვევაა – პრევენცია და ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირება. თუკი, პრევენციის კუთხით სისტემაში განათლების სამინისტროს ჩართულობაა აუცილებელი, რეაბილიტაციის სფერო ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

“ერთი მიმართულება, რომელიც არის ძალიან გასავითარებელი, ეს არის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, განსაკუთრებით კი, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ე.წ. რეზიდენტული ტიპი, ვინაიდან რეზიდენტული ცენტრი  დღეს საქართველოში არ არსებობს. რეზიდენტული ცენტრი გულისხმობს, რომ ადამიანი თვეების განმავლობაში სცდილდება იმ თავის გარემოს, სადაც მიჩვეულია ნარკოტიკის მიღებას და ცალკე სპეციალისტების დახმარებით იწყებს ახალი ტიპის ცხოვრებას. ამას სჭირდება დრო და სპეციალისტების ყურადღება. ამ ტიპის მინიმიმუმ ორი ცენტრი შეიქმნას, ერთი- აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც  მოიცავს დიდი რაოდენობით პაციენტებს.

გარდა ამისა, კონცეფციაში ჩადებულია, რომ ყველა რეგიონში უნდა იყოს ისეთი სარეაბილიტაციო ცენტრები, ოღონდ არა რეზიდენტული, რომელიც საცხოვრისს სთავაზობს, არამედ ამბულატორიული, როდესაც ადამიანი მივა დღის განმავლობაში, მიიღებს სერვისს და შემდგომ ბრუნდება სახლში – განამრტავს ხათუნა თოდაძე.

როგორც ხათუნა თოდაძე აცხადებს, დარგის სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს უახლოეს მომავალში გაუგზავნიან აღრიცხულ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა ფინანსური, საკადრო და ადმინისტრაციული რესურსები დასჭირდება სერვისების განვითარებას. ამის შემდეგ კი დაიწყება გეგმის შექმნა. როგორც ექიმ-ნარკოლოგი აღნიშნავს, სამინისტროს მხრიდან თანამშრომლობის მზაობა იგრძნობა.

თანამშრომლობის სურვილზე და შეხვედრის ნაყოფიერებაზე საუბრობს “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” დამფუძნებელი, დავით ოთიაშვილიც.

“ დღეს ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო, ყველა შევთანხმდით, რომ  პრინციპულ საჭირობებზე სამინისტრო გამოგვიგზავნის გეგმას, გაგვიზიარებს, გავაკეთებთ კომენტარებს, კიდევ რამდენიმე შეხვედრა გაიამრთება მაგდაგვარი და საბოლოოდ, მე ვფიქრობ, ერთიანი პოზციით მიეწოდება უწყებათაშორის საბჭოს. მზაობა არის, რომ მათ შორის ჩვენი კონცეფცია, რომელიც კანონპროექტის ავტორებმა კანონპროექტს თან დავურთეთ სერვისების განვითარების კონცეფცია, ნაცნობია ყველასთვის, მოწონებულია და იქნება ერთ-ერთი ელემენტი ამ საერთო გეგმისა” – განაცხადა მან.

რაც შეეხება სამინისტროს პოზიციას, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე განამრტავს, საქართველოში არსებული პოტენციალი ნარკოპოლიტიკის მხრივ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. თუმცა, მისივე თქმით, ლიბერალიზაციის კუთხით დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილება ჯანდაცვის სერვიზებზე მოთხოვნილების ზრდას აუცილებლად განაპირობებს.

“დღეს არსებული პოტენციალი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეისათვის არსებობს, მაგრამ ნარკოპოლიტიკაში, განსაკუთრებით ლიბერალიზაციის კუთხით, დაგეგმილი ნებისმიერი ცვლილება იწვევს მოთხოვნილების ზრდას ჯანდაცვის სერვისებზე და ჩვენ ამისათვის უნდა ვიყოთ მზად.

ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამა ბოლო 3 წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბენეფიციართა რაოდენობა გაზრდილია, ბოლო სამი წლის მონაცემებით, 3.50%-ით , ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სერვისებზე მოთხოვნა უახლოეს პერიოდში აუცილებლად გაიზრდება. ცხადია, რომ ამისთვის საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ცხადია, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსები. სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობდა მსჯელობა, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკუსიაში მონაწილეობს როგორც სახელმწიფო სექტორი, ასევე, კერძო სექტორი” – განამრტავს ზაზა სოფრომაძე.

22 იანვარ, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის საბჭო გაიმართა, სადაც მონაწილეობდა როგორც შინაგან საქმეთა, ასევე, იუსტიციის მინისტრიც. სწორედ ამ საბჭოს გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა არსებული სიტუაციის ანალიზი და სერვისების განვითარების კუთხით საკუთარი ხედვის წარმოდგენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი