ახალი ამბებიეკონომიკა

ნორვეგია საქართველოს ენერგეტიკას დაახლოებით 4 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

24 იანვარი, 2018 • 2626
ნორვეგია საქართველოს ენერგეტიკას  დაახლოებით 4 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

ნორვეგია საქართველოს დაახლოებით 4 მლნ დოლარით დაეხმარება  ენერგეტიკული დარგის განვითარებისთვის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  გრანტი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობაზე, ნორმატიული ბაზის შემუშავებასა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით დაიხარჯება. 3,9 მლნ აშშ დოლარის დახმარებას საქართველო 4 წლის განმავლობაში მიიღებს.

დახმარება ასევე გულისხმობს საგანმანათლებლო მიმართულებასაც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გრანტის ფარგლებში ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაივლიან სამაგისტრო პროგრამას ჰიდროინჟინერიაში. სამინისტროს ინფორმაციით, პირველი სტუდენტები ნორვეგიაში 2018 წელს გაემგზავრებიან.

გრანტი ასევე ითვალისწინებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების გზამკვლევის შემუშავება და საქართველოს ენერგოსისტემის ინტეგრაციის ხელშეწყობა თურქეთის ენერგობაზართან.

მასალების გადაბეჭდვის წესი