ახალი ამბები

აშშ–ში ქართველი კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

23 იანვარი, 2018 • 3291
აშშ–ში ქართველი კაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში დავით კანდელაკისა და ჯოშუა რაისის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

ესოშიეითიდ პრესის” ცნობით, 23 წლის ბრალდებული აარონ ერნანდესი ტეხასის შტატის მაცხოვრებელია. იგი ამავე შტატში 20 იანვარს დააკავეს. ერნანდესს ექსტრადირება კუნტუკიში ელის.

დავით კანდელაკი ჯოშუა რაისის ბინაში 19 იანვარს ნახეს გარდაცვლილი.  პოლიციამ კანდელაკის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც კანდელაკის ცოლმა სამართალდმცველებს მიმართა, რადგან არ მივიდა მაიამიში დათქმულ შეხვედრაზე.

პოლიციის ცნობით, დაკავებული ერნანდესი მოკლულ ჯოშუა რაისთან რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა, თუმცა დაშორდნენ. WDRB-TV–ის ცნობით, რაისმა 10 იანვარს მიმართა სასამართლოს შემაკავებელი ორდერის მისაღებად, რადგან ერნანდესისგან საფრთხეს ელოდა, თუმცა  რაისის სიკვდილამდე სასამართლოს ამ საკითხზე არ უმსჯელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი