ახალი ამბებიეკონომიკა

H&M საქართველოში მეორე მაღაზიას ხსნის

23 იანვარი, 2018 • 2536
H&M საქართველოში მეორე მაღაზიას ხსნის

H&M საქართველოში მეორე მაღაზიას ხსნის.

შვედური ბრენდის მეორე მაღაზია თბილისში, “ისთ-ფოინთში,” გაზაფხულზე გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო ცენტრ “ისთ-ფოინთი” ავრცელებს.

საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია 18 ნოემბერს გალერია თბილისში გაიხსნა. H&M-მა პირველი მაღაზია შვედეთში 1947 წელს გახსნა. დღეს ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით 4500-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი