ახალი ამბები

“რადიო თავისუფლება” გაჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს

23 იანვარი, 2018 • 3650
“რადიო თავისუფლება” გაჟონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს

“რადიო თავისუფლება” აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რადიოს ხელმღვანელობას ქართული სამსახურის დირექტორის დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნა სურს, შიდა საკითხია და ნეტგაზეთთან კომენტარს არ აკეთებს.

BBGWatch-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისს ქართული სამსახურის დირექტორის სამსახურიდან დათხოვნა სურდა. მედიასაშალებამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სათავო ოფისი ქართულ სამსახურს “რუსთავი 2”-თან თანამშრომლობას აიძულებს.

“ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს, თუმცა რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯოანა ლევისონმა განაცხადა, რომ კომპანია თავის შიდა საქმეებზე კომენტარებს არ აკეთებს.

“არ ვაკეთებთ კომენტარს შიდა საკითხებზე. ეს ჩვენი კომპანიის შიდა საქმეა”, – უთხრა ლევისონმა “ნეტგაზეთს”.

” “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისის მენეჯმენტი ქართულ სამსახურს”რუსთავის 2″–თან თანამშრომლობას აძალებს და სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის სამსახურიდან დათხოვნას ცდილობს – ამის შესახებ სტატია BBGWatch-მა გამოაქვეყნა, რომელიც აშშ–ის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მედიასაშუალებების შესახებ წერს.

“რუსთავი 2″–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ფეისბუკის” გვერდზე დაწერა, რომ “რუსთავი 2″–ს არაფერი უთხოვია რადიო თავისუფლებისთვის. გვარამიას თქმით, რადიო თავისუფლებამ მას “ჰკითხა აზრი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაუქმებული გადაცემებისთვის ეთერის დათმობის თაობაზე, რაზეც მაშინვე მიიღეს თანხმობა (მხოლოდ ერთ გადაცემაზე) იმ პირობით, რომ სრულად დააფინანსებდნენ თავად”. ნიკა გვარამიას თქმით, ამის შემდე რადიოსთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

BBGWatch იუწყება, რომ “რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის ჟურნალისტები ჩივიან, რომ ღია, კოლეგიური დისკუსიის ნაცვლად  მენეჯმენტის მხრიდან გაუმჭვირვალე კრიტიკის სამიზნე არიან ანონიმური “ექსპერტების” საშუალებით. მენეჯერები აცხადებენ, რომ ამ “ექსპერტებთან” თანამშრომლობენ, თუმცა მათი ვინაობა სამსახურისთვის უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი