ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 050 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

23 იანვარი, 2018 • 1850
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 3 050 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა, გადაზიდვა-რეალიზაციის ორი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და სამეგრელოს
რეგიონში ამოღებულია დიდი ოდენობით – ჯამში,  3 050 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს
აღემატება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-
200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 – დან 6 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი