ახალი ამბები

ხარაგაულში მშენებარე სარკინიგზო გვირაბში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

22 იანვარი, 2018 • 1870
ხარაგაულში მშენებარე სარკინიგზო გვირაბში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სარკინიგზო გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი დასაქმებული დაშავდა. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოში გადაჰყავთ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილო ლეჟავას თქმით, შემთხვევა გეგმური აფეთქების დროს მოხდა. ლეჟავას განცხადებით, მშენებლობაზე დასაქმებულთა უსაფრთხოების პირობები სათანადოდ დაცული არ იყო და ამ მოთხოვნით, დასაქმებულების ნაწილი გაიფიცა კიდეც. ხარაგაულში სიტუაციის შესასწავლად ჩავიდა შრომითი ინსპქტირების დეპარტამენტიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი