ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ლუკავას კაზუსი და მომავალი არჩევნები აფხაზეთში

14 იანვარი, 2018 • 1767
ლუკავას კაზუსი და მომავალი არჩევნები აფხაზეთში

იანვრის დასაწყისში მომხდარმა მოვლენებმა, როდესაც სადღესასწაულო სიჩუმე ქართული მხარისთვის გიორგი ლუკავა გადაცემის წინააღმდეგ ხმაურიანმა საპროტესტო აქციებმა დააარღვია, კვლავ აჩვენა, რამდენად მყიფეა აფხაზური საზოგადოების წონასწორობა და რამდენად არამყარია დღევანდელი აფხაზი პრეზიდენტის მდგომარეობა.

რაღაც მომენტში ისიც კი გამოჩნდა, რომ რაულ ხაჯიმბას წინამორბედის ბედი ელოდა –  იმდენად დაულაგებელი და თავდაუჯერებელი იყო ხელისუფლების მოქმედებები. ხალხი კი განმარტებებს ითხოვდა, სოციალურ ქსელები ჩქეფდა და მისმა მხარდამჭერებმაც კი ვერ გაიგეს, რა გახდა ასეთი “ქველმოქმედების” მიზეზი.

საკუთრივ, რაულ ხაჯიმბამ გასაგებად ვერც ახსნა, რატომ გადასცეს ლუკავა სხვა პატიმრებზე ბევრად გვიან [2016 წელს გაცვალეს პატიმრები]. ამ პრინციპით ძველი შეთანხების საფუძველზე შეიძლება ხვალ კიდევ ვინმე გაათავისუფლო [ხაჯიმბას ადგილზე მე მსგავს რისკზე არ წავიდოდი].

ქართულ მედიაში ასეთმა ინფორმაციამაც გაიჟღერა, რომ თითქოს გიორგი ლუკავას თავად სურდა სასჯელის ვადის მოხდა, რათა აფხაზ თემიდას მასთან კითხვები არ გასჩენოდა. ამაში არის ლოგიკა: კი მიუსაჯეს მას 20 წელი, თუმცა “ერთი სამი წლის სანაცვლოდ” – დრანდის წინასწარი დაკავების იზოლატორის წესის შესაბამისად, მას 7 წელზე ნაკლები უნდა გაეტარებინა ციხეში [პატიმრობის ვადა განაჩენის შესაბამისად, 2012 წის 11 მაისიდან აითვლება – მისი ფაქტიური დაკავებიდან]. ხომ არ შეეძლო რესპუბლიკას მისი ნების წინააღმდეგ გაეძევებინა ის?! განრისხებული აფხაზურ საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ამ დამნაშავეზეც ვრცელდება წესი “ერთი წელი სამი წლის სანაცვლოდ”, ქუჩის აქციების დროს საკმაოდ საშიში იქნებოდა.

ამასობაში, მთელი აფხაზეთი განიხილავდა იმ მიზეზებს, საერთოდ როგორ გადარჩა ცოცხალი ლუკავა ციხეში. პირადად მე ორი სახალხო ვერსია მოვისმინე: აფხაზების მიერ 9 წლის ლუკავას ბიჭი შვილის მოკვლაზე და მისი გოგონას შესახებ, რომელიც შეურაცხყვეს და შემდეგ ასევე მოკლეს. აფხაზმა ჟურნალისტებმა პირველი ვერსია არ დაადასტურეს, თუმცა მე ამ ჭორების სიზუტე არ შემიმოწმებია, ასე რომ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი. რაც არ უნდა ყოფილიყო, გარკვეული მიზეზით ლუკავამ აფხაზურ კრიმიკალურ სამყაროში პატრონაჟი მოიპოვა, რამაც ის გადაარჩინა.

ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციით სარგებლობას შეეცადა. თუმცა, სკანდალისთვის არც ისე წარმატებული დრო აღმოჩნდა. დღესასწაულების დღეებში ადამიანების შეკრება არ იყო მარტივი საქმე და იმ მომენტში, როდესაც ოპოზიციონერთა ძირითადი მასა შეიკრიბა, ხაჯიმბამ საკუთარი მხარდამჭერთა შეკრების ორგანიზება მოახერხა. ამან კვლავ აჩვენა ის, რომ მოვლენათა განვითარების ძალადობრივი გადაწყვეტის ვარიანტს ხელისუფლება წინ აღუდგა.

როგორც ადრე, აფხაზი პრეზიდენტი ამჟამადაც არა მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებთან გამოვიდა სიტყვით, არამედ ოპონენტებთანაც, რომლებიც მის გამოსვლას “საკუთარ ხალხთან” დაჟინებით ითხოვდნენ.

ხაჯიმბას საუბარი თითქმის არ მოუწია. მის მოსმენას არავინ გეგმავდა. გასაგებია, რომ არა კითხვების დასასმელად, არამედ იმ იმედით მოუწოდებდნენ მას გამოსვლას, რომ არ გასულიყო ის. ოდესღაც ხალხთან საუბარზე უარი ალექსანდრ ანქვაბს პრეზიდენტის პოსტი დაუჯდა. რაულ ხაჯიმბას ეს კარგად ახსოვს. ასე რომ ოპოზიციის გათვლამ არ იმუშავა.

ქუჩის მოვლენებთან ერთად საპარლამენტო მოსმენები დაიწყო. შეიქმნა ლუკავას გადაცემის გამოძიებასთან დაკავშირებული კომისია და პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების უსასრულო მიმართვები დაიწყო. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი, ხაჯიმბას მხარდამჭერთა სახით აქვს გარკვეული ძალოვანი რესურსი და უმრავლესობა პარლამენტში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმისგან განსხვავებით დისკუსების ადგილია. ამის მიუხედავად, “საკუთარი” დეპუტატების მხარდაჭერა 100%-ით გარანტირებული არ არის.

ლუკავას გადაცემის თემამ კვლავ გააცოცხლა ყბადაღებული აფხაზი ანონიმები. ხელისუფლებაში კორუფციის შესახებ შეტყობინებების ნაკადი უზარმაზარია. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში სიცრუე იმდენად ადვილი გასარჩევია, რომ ძალაუნებურად ფიქრობ, რომელი ბანაკიდანაა ესა თუ ის ანონიმი?! ბევრ ტალახს ესვრიან არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ ოპიზიციური ბანაკის პოლიტიკოსებსაც. ანუ ყველას ჰყავს საკუთარი ანონიმი, რომელიც მასობრივი განადგურების ნამდვილ იარაღად იქცა. სწორედ ამ მუდმივი სიცრუის გამო მოსახლეობას მგრძობელობა დაუჩლუნგდა.

ამ ყველაფერმა კიდევ ის გამოაშკარავა, რომ შემდეგი წლიწადნახევერი აფხაზეთში მარტივი არ იქნება. პრეზიდენტის სავარძლისთვის ბრძოლა დაიწყო [აქ რაულ ხაჯიმბა არ უნდა იყოს ყველაზე ძლიერი კანდიდატი].

ადგილობრივი დამკვირვებელები წინასაარჩევნო კამპანიის ასეთი ადრეული სტარტის რამდენიმე მიზეზს გამოყოფენ. როგორც ჩანს საქმე არ შეეხება ლუკავას გადაცემის არც ისე წარმატებულ შემთხვევას. მაგალითად, აფხაზი ჟურნალისტი იზიდა ჭანია ეხო კავკაზას საკუთარ ბლოგში “ჩრდილში მყოფი პოლიტიკოსის” პაველ არძინბას 13 დეკემბრის მკვლელობას იხსენებს. “ საზარელი მკვლელობის ირგვლივ სრული სიჩუმე ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ მოწინააღმდეგე ძალებს შორის ბალანსი დარღვეულია, რაც არის სტარტი წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყებად”, – ამბობს ჭანია. რთულია არ დაეთანხმო.

მნიშვნელოვან ფაქტორად განვიხილავდი ასევე აფხაზეთში ეკონომიკური სიტუაციის არსებით გაუარესებას. ჩავარდნილი საკურორტო სეზონი, მავნე მწერის გამო მოსავლის სერიოზული დანაკარგი, კრიზისმა რუსეთში კერძო სექტორის შემცირება გამოიწვია – საწარმოები ერთი მეორეზე მიყოლებით იხურება. ასეთ პირობებში საბიუჯეტო ფულზე წვდომა აფხაზური კლანებისთვის საცოცოხლოდ მნიშვნელოვანი ხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი