სააპელაციო სასამართლო მუსტაფა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებს

დღეს, 22 იანვარს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებულის, დემირეკლის სკოლის ყოფილი მმართველის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ იმსჯელებს.

პირველი ინსტაციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება  მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის შესახებ. ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს .23 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას კიდევ სამი თვით – 24 ნოემბრამდე გაუხანგრძლივეს.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

ამჟამად ჩაბუქი საქართველოში წინასაექსრტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს, რომ მას და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭონ. სამინისტრომ  ჩაბუქს ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, ახლა კი სააპელაციო სასამართლოში გრძელდება განხილვა.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი