ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში მმართველმა პარტიამ შემდეგი პრეზიდენტის კანდიდატურა დაასახელა

19 იანვარი, 2018 • 2420
სომხეთში მმართველმა პარტიამ შემდეგი პრეზიდენტის კანდიდატურა დაასახელა

სომხეთის მეოთხე პრეზიდენტობის კანდიდატად მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ და ამჟამინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა არმენ სარგსიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი [1996-1997] და გაერთიანებულ სამეფოში სომხეთის ყოფილი ელჩი დაასახელეს.

სომხური მედიის ცნობით, პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი არმენ სარგსიანს საკუთარ რეზიდენციაში უკვე შეხვდა. ოფიციალური ცნობითვე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მან რამდენიმე დღე ითხოვა.

ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, სომხეთის მომავალ პრეზიდენტს პარლამენტი 2018 წლის 2 მარტს აირჩევს. საკუთარი კანდიდატურა – არტაკ ზეინალიანი, ოპოზიციამაც წარადგინა.

აქამდე ამჟამინდელი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი აცხადებდა, რომ “სომხეთის მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი მდიდარი წარსულით, ცნობილი როგორც საზღვარგარეთ, ასევე, სომხეთში, რომელსაც შეუძლია ღირსეულად წარმოაჩინოს ქვეყანა საერთაშორისო არენაზე და საკუთარი ფუნქციები შეასრულოს”.

ფოტო: armenpress.am-დან

მასალების გადაბეჭდვის წესი