ახალი ამბებიეკონომიკა

რატომ დაეცა ბიტკოინის ფასი ერთ თვეში 48%-ით

19 იანვარი, 2018 • 4160
რატომ დაეცა ბიტკოინის ფასი ერთ თვეში 48%-ით

ეს კვირა კრიპტოვალუტისთვის რთული გამოდგა.  seekingalpha.com- ის ინფორმაციით, მისი ვარდნა აზიურმა რეგულაციებმა გამოიწვია.

BBC-ის ცნობით, სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. “მართალია, უცნობია, როგორ აპირებს ის ამის გაკეთებას, მაგრამ მარტო მუქარაც საკმარისი გახდა, მსოფლიო ბაზარზე გავლენა რომ მოეხდინა”, –  წერს გამოცემა.

BBC-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს ერთი ვირტუალური ვალუტის ფასი – რომელიც წინა თვეს 20 000 დოლარი ღირდა, 12 000 დოლარამდე დაეცა. Seekingalpha-ს ინფორმაციით, ხუთშაბათს ბიტკოინის ფასმა 10 500 დოლარამდე დაიკლო, წინა თვესთან შედარებით – 48%-ით. ამაჟამად ბიტკოინის ფასი 11 400 დოლარია.

Livecoinwatch-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ტოპ ოცეულში არსებულმა ყველა მონეტის ფასმა მინიმუმ 15%-ით დაიკლო.

Forbes-ის თქმით, ჩინეთის მთავრობა თავის საზღვრებში ბიტკოინის წარმოების პროცესის დახურვას აპირებს. ინტერნეტ ფინანსურ რისკებთან გამკლავების ჯგუფმა ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ინდუსტრიიდან “მოწესრიგებული გასვლა” მოსთხოვა.

Bitcoin კრიპტოვალუტა, იგივე ციფრული ვალუტაა, რომელიც ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ციფრული ვალუტა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი