ახალი ამბები

ქუთათელაძის საქმეზე საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით დაკავებული პირი გაათავისუფლეს

19 იანვარი, 2018 • 1332
ქუთათელაძის საქმეზე საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის მუხლით დაკავებული პირი გაათავისუფლეს

სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული პირი, რომელიც პოლიციამ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით დააკავა, გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე პირს ბრალი არ წარედგინა და მან  უკვე დატოვა ქვემო ქართულის პოლიციის დეპარტამენტის შენობა. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი  სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამისი მტკიცებულებების შეგროვების აგრძელებს.

შსს-მ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე აღნიშნული პირი 17 იანვარს დააკვა, თუმცა არა მკვლელობის ბრალდებით, არამედ სსკ 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა, შენახვა, დამზადების და გასაღების მუხლია.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, “სტამბულის ბაზრობის” დირექტორი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს, საღამოს, საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც  განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი