ახალი ამბები

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა – აუდიტის სამსახური

18 იანვარი, 2018 • 1890
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა – აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო აუდიტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმუნიზაციის პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს მომართვის საფუძველზე, აუდტიმა სამინისტროს სამუშაო ჯგფუთან ერთად დაჩქარებულ რეჟიმში შეისწავლა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი.

“სამინისტროს მიერ  წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებების და არგუმენტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადასტურებს, რომ ცოფის საწინააღმდეგო  ვაქცინა  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა” – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთანავე, განცხადებაში აუდიტის სახელმწიფო სამსახური განმარტავს, რომ  8 იანვარს გამოქვეყნებული აუდიტორული საქმიანობის გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი  ფაქტების ამსახველ დოკუმენტს.

საერთაშორისო აუდიტორული პრაქტიკის შესაბამისად და გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა  8 იანვარს გამოაქვეყნა 2018 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა, რომელშიც განისაზღვრა  მიმდინარე წლის აუდიტორული საქმიანობის პრიორიტეტები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ  აუდიტორული საქმიანობის  გეგმაზე თანდართული განმარტებები არ წარმოადგენს უკვე შესწავლილი  ფაქტების ამსახველ დოკუმენტს” – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ პუბლიკაციაში, რომელიც გუშინ, 17 იანვარს გასაჯაროვდა, საუბარი იყო იმის შესახებს, რომ იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ჯანმრთელობისთვის საშიში 29 222 ვაქცინა გაიხარჯა. ამ ცნობას გუშინვე უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სადაც სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებული ცნობა უარყვეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვაქცინა “ლიზავაკი” საქართველოში 2015 წელს კანონის სრული დაცვით შემოვიდა, 2016 წლის მარტში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე სხვა ვაქცინით ჩანაცვლდა. გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ჩანაცვლებამდე, რეკომენდაციის მოწოდებიდან დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში, “ლიზავაკი” ხმარებაში დარჩა, თუმცა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე ისიც განაცხადა, რომ დღეს, 18 იანვარსაც გამართა შეხვედრა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანეობასთან. მათ დაუდასტურეს, რომ ყველა კითხვა მოხსნილია დღის წესრიგიდან.

ვრცლად თემის შესახებ წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი