ახალი ამბები

ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა

18 იანვარი, 2018 • 1854
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა.

საუბარია საავტომობილო გზის  კმ36-კმ65 ვერონა-შუამთის მონაკვეთზე , სადაც მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. თუმცა,  ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი