ახალი ამბები

ნინო ჟიჟილაშვილი: “მაესტროს” მფლობელებმა დამარწმუნეს, რომ დავრჩე

19 აგვისტო, 2013 • 1686
ნინო ჟიჟილაშვილი: “მაესტროს” მფლობელებმა დამარწმუნეს, რომ დავრჩე

ჟურნალისტის თქმით, მას პერსონალური შეხვედრა ჰქონდა არხის დამფუძნებლებთან და მეპატრონეებთან, რომლებმაც მას მომავალი გეგმები გააცნეს:

 “მე შევხვდი მაესტროს დამფუძნებლებს იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც მათ აქვთ. მივიღე ინფორმაცია და მოვისმინე კონკრეტულ გეგმები, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის,”- განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

 

ნინო ჟიჟილაშვილი სამომავლო გეგმებს ვერ ასახელებს. მისი თქმით, მას ამ შეხვედრის დეტალების შესახებ საუბრის უფლება არ აქვს. ამ საკითხზე “მაესტროს” მფლობელები მოგვიანებით ისაუბრებენ. ჟიჟილაშვილის განცხადებით, მაესტროს მფლობელების მომავალი გეგმები, “მაესტროს”, როგორც ტელებიზნესის განვითარებას შეეხება. 

 

ნინო ჟიჟლაშვილმა მადლობა გადაუხადა ტელეკომპანია “იმედს,” რომელმაც სამსახური შესთავაზა. მას “მაესტროში” მუშაობა ურჩევნია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი