ახალი ამბები

სეს: ზამთრის კურორტებზე დარღვევებისთვის კვების 46 ობიექტი დაჯარიმდა

18 იანვარი, 2018 • 1498
სეს: ზამთრის კურორტებზე დარღვევებისთვის კვების  46 ობიექტი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზამთრის კურორტებზე შემოწმებული კვების 74 ობიექტიდან 46 რიგი დარღვევების გამო დააჯარიმა. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშრებით შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.

სურსათის სააგენტომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ბორჯომში, დაბა ბაკურიანსა და ახალდაბაში მდებარე სასტუმროების, რესტორნებისა და კაფე-ბარების კვების ბლოკები შეამოწმა. ინსპექტორები როგორც სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობით, ისე სურსათის ეტიკეტირებითა და შენახვა-რეალიზაციის პირობებით დაინტერესდნენ.

სააგენტოს ცნობით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით კურორტებზე უწყების ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია განთავსდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი