ახალი ამბები

კალაძემ თბილისის მერის მოადგილის პოზიციაზე სოფო ხუნწარია წარადგინა

18 იანვარი, 2018 • 2212
კალაძემ თბილისის მერის მოადგილის პოზიციაზე სოფო ხუნწარია წარადგინა

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილის პოზიციაზე სოფო ხუნწარია წარადგინა. მან ასევე განაცხადა, რომ კულტურის, განათლებისა და სპორტის საქალაქო სამსახურს ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს.

სოფო ხუნწარია 2017 წლის ნოემბერში თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაასახელა. სოფო ხუნწარია 1999 წლიდან, როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობდა, მათ შორის, ტელეკომპანიებში- “იბერიასა” და “მზეში”, ხოლო პროდიუსერად- ტელეკომპანია “იმედში”; იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია “არტარეას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი