ახალი ამბები

გმირთა მოედანზე სამი ადამიანი დაჭრეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

18 იანვარი, 2018 • 1879
გმირთა მოედანზე სამი ადამიანი დაჭრეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

გმირთა მოედანზე,  ერთ-ერთ რესტორანთან, გუშინ, გვიან ღამით  სამი პირი დაჭრეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო “ნეტგაზეთს” უდასტურებს.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გამოძიება მიმდინარეობს სსკ 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.

რაც შეეხება დაჭრილებს, სასწრაფომ ისინი სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ შორის ერთ-ერთი, რომელსაც ყველაზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა – რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. როგორც აღნიშნულ კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

” პაციენტი ,დაახლოებით ,პირველის წუთებზე, გვიან ღამით, შემოიყვანეს კლინიკაში. აღენიშნებოდა ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობები ქვემო კიდურის მიდამოში, სისხლის დიდი დანაკარგით. ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად მკურნალობას განაგრძობს რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა მძიმეა” – განუცხადა “ნეტგაზეთს”  რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი