ახალი ამბები

მხოლოდ 26%-მა იცის, ვინაა მისი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი – კვლევა

18 იანვარი, 2018 • 1417
მხოლოდ 26%-მა იცის, ვინაა მისი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი – კვლევა

NDI-ის გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, ვინ არის თქვენი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, სწორი პასუხი მხოლოდ 26-მა პროცენტმა გასცა, 14%-ის პასუხი არასწორია, ხოლო 59-მა პროცენტმა განაცხადა, რომ არ იცის.

კვლევა, რომელიც NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა, აჩვენებს, რომ 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით იკლებს იმ ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ზემოხსენებულ კითხვაზე სწორი პასუხი იცის.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 75% ელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი