ახალი ამბები

ფეხბურთის ფედერაციამ პრეზიდენტის ახალდაბადებულ შვილს ეროვნული ნაკრების მაისური აჩუქა

17 იანვარი, 2018 • 2058
ფეხბურთის ფედერაციამ პრეზიდენტის ახალდაბადებულ შვილს ეროვნული ნაკრების მაისური აჩუქა

ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა პრეზიდენტის ახალშეძენილ შვილს, თომა მარგველაშვილს ნაკრების მაისური აჩუქეს, თავად პრეზიდენტს კი ვეტერანი ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ბურთი უსახსოვრეს.

საჩუქრები პრეზიდენტს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდნტმა ლევან კობიაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გადასცა. დღეს, 17 იანვარს, გიორგი მარგველაშვილმა ფეხბურთელი და მწვრთნელი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას ვაჟი 16 იანვარს შეეძინათ. თომა წყვილის მეორე შვილია. პრეზიდენტის და პირველი ლედის პირველი შვილი თემო მარგველაშვილი 2015 წლის 2 თებერვალს დაიბადა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი