ახალი ამბები

პრეზიდენტმა ფეხბურთელი და მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

17 იანვარი, 2018 • 1801
პრეზიდენტმა ფეხბურთელი და მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფეხბურთელი და მწვრთნელი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით  ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

“გვინდოდა გამოგვეყო და ხაზი გაგვესვა ბატონი ნოდარის ღვაწლისთვის – იმ სიხარულისთვის, იმ გამარჯვებისთვის, იმ აღტაცებისთვის, რომლითაც წლების განმავლობაში ხარობდა ქართული საზოგადოება. გამოგვეყენებინა ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა მადლობა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ქართულ დროშას ძალიან მაღლა სწევდნენ, სწევენ და ასწევენ მომავალში. ეს იყო საბჭოთა პერიოდი და მე მახსოვს ის ემოცია, რომელიც არა მხოლოდ სპორტულ აღტაცებაში ითარგმნებოდა, არამედ ითარგმნებოდა პატრიოტიზმის განცდაში, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ამ მაღალ წარმატებას აღწევდნენ”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა.

ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას მწვრთნელის ოჯახის წევრები, მეგობრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯილდო ნოდარ ახალკაცის შვილმა მედეა ახალკაცმა აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი