ახალი ამბები

რატომ არ აპირებს მარგველაშვილი სააკაშვილის შეწყალებას

17 იანვარი, 2018 • 2384
რატომ არ აპირებს მარგველაშვილი სააკაშვილის შეწყალებას

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კომიკურია სიტუაცია, როდესაც მიხეილ სააკაშვილს იმაზე წარუდგინეს ბრალი, რაზეც იურიდიულად ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილისთვის შეწყალების საქმეზე ბრალის წარდგენა სამართლებრივად სწორი არ იყო, იგი მის შეწყალებას არ აპირებს.

“პროკურატურას ვერ გაურკვევი,ა ბრალი როგორ წაუყენოს, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზვღარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებასა და შეთქმულება/ქრთამსა თუ დანაშაულის დაფარვას შორის, და საქართველოს პრეზიდენტმა ამით [შეწყალებით] გაასწოროს შეცდომები? შეწყალება არის  არა სასამართლოს შეცდმოების გასწორების, არამედ წყალობის, ანგარიშის გაწევის აქტი”, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა რ2-ის ეთერში.

მისივე განმარტებით, წყალობა ეს არის ემოციურ-ინტელექტუალური მდგომარეობა. მას სააკაშვილის მიმართ ამ შემთხვევაში თანაგრძნობა არ აქვს, რადგან მარგველაშვილის თქმით, მართლმსაჯულების ეს სისტემა თავისი “ტრადიციებით” სწორედ მისი აგებულია. პრეზიდენტის თქმით, სისტემა ენმ-ის მარცხის შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდა და გასტაბილურდა.

ვრცლად მარგველაშვილის პოზიციას ამ საკითხზე, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი