ახალი ამბები

“დღეს ამ განცხადებას არ გავაკეთებ” – აპირებს თუ არა მარგველაშვილი ხელახალ კენჭისყრას

16 იანვარი, 2018 • 1715
“დღეს ამ განცხადებას არ გავაკეთებ” – აპირებს თუ არა მარგველაშვილი ხელახალ კენჭისყრას

“დღეს ამ განცხადებას არ გავაკეთებ, ჩემი პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. ეს მოსაზრებები განპირობებულია ქვეყნის მიმართ ჩემი უაღრესი სიყვარულით”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა რ2-ის ეთერში. მან ასე უპასუხა გადაცემა არჩევანის წამყვანის, გიორგი გაბუნიას კითხვას, აპირებს თუ არა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

გაბუნიას კომენტარს: “ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს”, პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

“მოქმედი პრეზიდენტი ასეთ რამეს არასდროს გამორიცხავს ხოლმე”, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი