ახალი ამბები

შსს: ხაშურში არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

16 იანვარი, 2018 • 1818
შსს: ხაშურში არასრულწლოვნების დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

შს მიისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 16 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხაშურში ორი არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია.

მათივე განცხადებით, ბრალდებული, 26 წლის  გ.ც., რომელიც ხაშურში დააკავეს, დანაშაულს აღიარებს. მას ბრალად განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება (სსკ-ს 19-108-ე მუხლი), რაც  7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს ქალაქ ხაშურში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა 2 არასრულწლოვანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მეორე არასრულწლოვანს ჩაუტარდა ოპერაცია, იგი გადაყვანილია პალატაში და ამჟამად იმყოფება ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში ხაშურში დააკავეს,”- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი