ახალი ამბები

ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მნიშვნელობით მე-5/მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა – NDI-ის კვლევა

16 იანვარი, 2018 • 2475
ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მნიშვნელობით მე-5/მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა – NDI-ის კვლევა

NDI-ის დეკემბრის კვლევით, ყველაზე მნიშნელოვანი საკითხების ჩამონათვალში ტერიტორიული მთლიანობა მე-5/მე-6 ადგილზე გადავიდა. მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ტერიტორიული მთლიანობის თემა მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალში მე-3 ადგილს იკავებდა, თუმცა ამის შემდეგ ინფლაციამ და პენსიებმა გადაუსწრო.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის აზრით ყველაზე მნიშნელოვანი საკითხებია:

  • სამუშაო ადგილები 54%
  • ფასების ზრდა/ინფლაცია 35%
  • სიღარიბე 30%
  • პენსიები 25%
  • ხელმისავწდომი სამედიცინო მომსახურება 23%
  • ტერიტორიული მთლიანობა 23%

2017 წლის დეკემბრის კვლევა

ივნისის კვლევა

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი