ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რითაა საშიში ილგარ მამედოვი აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის?

6 იანვარი, 2018 • 2035
რითაა საშიში ილგარ მამედოვი აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის?

[red_box]რას მოიტანს ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე უარი?[/red_box]

2017 წლის 15 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანელი ოპიზიციონერი პოლტიკოსის ილგარ მამედოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით სპეციალური პროცედურა დაიწყო.

აზერბაიჯანული სამოქალაქო მოძრაობა ReAl-ის ლიდერი ილგარ მამედოვი 2013 წლის 4 თებერვალს ქალაქ ისმაილში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. პირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე [საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზება] და 315-ე [პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ძალის გამოყენებით, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმთელობას საფრთხეს უქმნის] მუხლებით დაუწყენეს. მოგვიანებით 233-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა 220-ე მუხლად [მასობრივი არეულობების ორგანიზება, რომელსაც თან ახლავს ხანძრის კვალის გაჩენა და დარბევა]. 2014 წლის 17 მარტს მას შვიდი წლით თავისუფლება აღუკვეთეს.

უკვე 2014 წელს ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაასკვნა, რომ მამედოვს ბრალი გონივრული მტკიცებულებების გარეშე წარედგინა და მისი დაპატიმრების ძირითადი მიზანი მისი დასჯა და როგორც ოპიზიციონერის, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს, გაჩუმება იყო.

თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება არ აპირებს ილგარ მამედოვის ციხიდან გათავისუფლებას, აზერბაიჯანის წინააღმდეგ 46 მუხლს გამოიყენებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მინისტრთა კომიტეტი აღსრულების საკითხს თავად ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაცემს. თუ სასამართლო გადაწყვეტს რომ მისი გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა უსამართლოდ, საკითხს კვლავ მინისტრთა კაბინეტს გადასცემენ შესაბამისი ზომების მისაღებად იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც ვალდებულებები ორგანიზაციის წინაშე არ დაიცვა.

ეს ზომები შეიძლება სანქციებს ითვალისწინებდეს. ევროპული კონვენციის 46.4 მუხლი ითვალისწინებს ევროსაბჭოდან ქვეყნის გარიცხვას ითვალისწინებს.

“თუ უმაღლესი პალატა აზერბაიჯანს დამნაშავედ ცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტის აღუსრულებლობაზე უარის გამო, შემდგომი ზომების მიღების საკითხი კვლავ მინისტრთა კომიტეტში გადაიგზავნება”, – ნათქვამია ევროპული სასამართლოს განცხადებაში.

7 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშეწმემ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნოვრუზ მამედოვმა განაცხადა, რომ მოძრაობა ReAl-ის ხელმძღვანელს შეუძლია ვადამდე გათავისუფლდეს. ამისათვის კი მან უნდა მოითხოვოს პირობითი გათავისუფლება. თუმცა 11 დეკემბერს ილგარ მამედოვთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ “ილგარ მამედოვი არ აპირებს ვადამდე გათავისუფლებისთვის პრეზიდენტისთვის მიმართვას”.

როგორც ჩანს ილაგარ მამედოვთან დაკავშირებული სიტუაცია ჩიხშია შესული. საინტერესოა, რომ ოპოზიციონერთა შეწყალება ან ვადამდე გათავისუფლება აზერბაიჯანში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ქვეყნის პრეზიდენტი ყოველწლიურად ხელს აწერს განკარგულების სიას, სადაც ათეულობით პოლიტპატიმარი ირიცხება და სულაც არ არის აუცილებელი, რომ პოლტიპატიმარმა შეწყალების შესახებ მას თხოვნით მიმართოს. ისეთი პოლიტპატიმრები, როგორიცაა ხადიჯა ისმაილოვა ან ინტიგამ ალიევი მსგავსი მიმართვის დაწერაზე არ დათახმდნენ.

რა იქნება მამედოვის სიტუაციაში? რატომ არ სურს ხელისუფლებას მისი გათავისუფლება?

ReAl -ის წევრის ნატიკ ჯაფრლის აზრით, ილგარ მამედოვის საქმემ პრინციპული ხასიათი მიიღო: როდესაც ის დააკავეს, ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ის მალე “გატყდებოდა” და ამით მისი პოლიტიკური კარიერაც დასრულდებოდა. მისი დაკავების კიდევ ერთი მიზანი ReAl-ის დაშლა იყო.   ორივე მიზანი მიუღწეველია დღემდე. ამიტომაც არის ამ საქმესთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება. საუბარი არ შეეხება შიშს, უბრალოდ ხელისუფლება პრინციპულია”.

ნატიკ ჯაფარლი ასევე მიიჩნევს, რომ ილგარ მემდოვი ბოლო წლებში ცნობადი გახდა ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ეს კი ხელისუფლებას აიძულებს ის ციხეში ამყოფოს.

“თუმცა პარადოქსი იმაშია, რომ რაც მეტხანს ზის ის ციხეში, მით მეტად პოპულარული ხდება”.

არიფ გაჯილი, აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია მუსვატის ლიდერი ფიქრობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მისი ციხეში გამოკეტვით ცდილობს მის კონტროლს, რამდენადაც პრეზიდენტის წინააღმდეგ მისი ხისტი კრიტიკის ეშინიათ.

“მათ ნულამდე დაიყვანეს პოლიტიკური კონკურნეცია, სიტყბის თავისუფლება შეზღუდეს და დემოკრატიული არჩევნები გააუქმეს. მათი ციხეში გამოკეტვა კი, ვინც მათ აკრიტიკებს, ალიევის ხელისუფლების საყვარელი მეთოდია”.

კიდევ ერთი რეალის წევრი აზერ გასიმლი ფიქრობს, რომ პრეზიდეტი ალიევი პირადად არის შეურაცხყოფილი ილგარ მამედოვის პოლიტიკური ფაქტორით:

“ალიევს ილგარის დაპატიმრება და რეალის სრული დაშლა, მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურება სურდა. მაგრამ მან ვერ შეძლო ილგარ მამედოვზე გამარჯვება. პირიქით. მისმა დაკავებამ ჩვენ უფრო გაგვაძლიერა. ეს კიდევ უფრო აბრაზებს ხელისუფლებას”.

გაჯილის აზრით, სიტუაცია კრიტიკულია და ხელისუფლებაც კარგად ხედავს ამას:

“არ მჯერა რომ ხელისუფლება დაუშვებს იმას, რომ ოპოზიციონერის დასჯის სურვილი მათ ლოგიკურ აზროვნებაზე მაღლა დადგეს. ლოგიკური მსჯელობა კი მოითხოვს, რომ ილგარ მამედოვი გაათავისუფლონ. ვფიქრობ, მოცემულ მომენტში ხელისუფლებას ძალიან აღელვებს შექმნილი კრიტიკული სიტუაცია”.

ნატიკ ჯაფარლიც ფიქრობს, რომ ალიევის ხელისუფლება არ შევა უფრო ღრმად: ამჟამად ევროპის საბჭომ აზერბაიჯანთან მიმართებაში სანქციების მიღებაზე მექანიზმი ჩაუშვა. თუ პროცედურა დასრულდება, ქვეყანა შესაძლოა ევროსაბჭოდან გარიცხონ. ეს კი არ არის აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერსებში. ვიმედოვნებ. ასეთ უკიდურეს ზომებამდე არ მივა სიტუაცია და გაათავისუფლებენ”, – ამბობს ჯაფარლი.

ანალიტიკოსი ელმირ მირზოევი  სხვაგვრად ფიქრობს. ის ამბობს რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება დღევანდელ დღემდე თავისი ქმედებებით აჩვენებდა, რომ არ აპირებს ილგარ მამედოვის გათავისუფლებას, რომც საფრთხეს უქმნიდეს ეს აზერბაიჯანს.

“მარათალია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამშემწის, ნოვრუზ მამედოვის საშუალებით გაჟღერდა ეს, მაგრამ რომ გაათავისუფლონ, მხოლოდ მას შემდეგ მოხდება ეს, რაც ის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს”.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროპა კვლავ იმის დემონსტრაციას ახდენს, რომ უძლურია პოლიტპატიმარი დაიცვას.

“ამ კუთხით მნიშვნელოვანია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის გამონათქვამები, რომ ადამიანის უფლებების საკითხი, რომლის დაცვასაც პარტნიორებისგან მოითხოვს ევროპა, არაფერს ნიშნავს ევროკავშირის ეკონომიკური პრეფერენციების წინაშე და საჯაროდ მოითხოვა ამის აღიარება სხვა წამყვანი პოლიტიკოსებისგანაც. ყოველივე ეს მან 14 დეკემბერს ტელედებატებში განაცხადა. მთელი ამ პროცესების გათვალისწინებით, პირადად მე არ მაქვს დიდი იმედები ილგარ მამედოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით”.

ავტორი: გუნელ მევლუდი

მასალების გადაბეჭდვის წესი