ახალი ამბები

რუსთავში “სტამბულის ბაზრობის” დირექტორი სამსონ ქუთათელაძე მოკლული იპოვეს

15 იანვარი, 2018 • 1976
რუსთავში “სტამბულის ბაზრობის” დირექტორი სამსონ ქუთათელაძე მოკლული იპოვეს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, “სტამბულის ბაზრობის” დრექტორი სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს, საღამოს, საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც  განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

“შემოვოდა შეტყობინება, რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავის სამუშაო ოთახში ნანახი იქნა ბაზრობის გარდაცვლილი დირექტორი. ჩვენი მოსვლისთანავე, ცხედრის დათვალიერების შემდეგ, ვნახეთ, რომ ცხედარის აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები სხეულზე. გამოძიება დავიწყეთ ორი მუხლით – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ექსპერტიზები და საგამოძიებო მოქმედებები,”- განაცხადა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან საუბრისას რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსმა თამაზ მეშველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი