საგარეო ვაჭრობა 2017 წელს 13.8% -ით გაიზარდა – საქსტატის წინასწარი მონაცემი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 15 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით  13.8 %-ით მეტია.

თუმცა ეს წინასწარი მონაცემებია და საბოლოო მონაცემს სტატისტიკის სამსახური 22 იანვარს გამოაქვეყნებს.

დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით კი, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10707.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  აქედან ექსპორტი 2728.0 მლნ. აშშ დოლარი იყო,  ხოლო იმპორტი- 7979.2 მლნ. აშშ დოლარი.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ექსპორტი 29.1 %-ით, ხოლო იმპორტი 9.4-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5251.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი