ახალი ამბები

ანონსი – 15 იანვარი

14 იანვარი, 2018 • 1615
ანონსი – 15 იანვარი

გთავაზობთ 15 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს

13: 00 საათზე – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის წევრი თეიმურაზ ჭკუასელი, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს დაესწრებიან, რომელიც ითვალისწინებს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზის დაფუძნებას, გარემონტებას და აღჭურვას უახლესი ტექნიკით. ფოლკლორის დარბაზის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს ეთნოგრაფიის საუკუნოვანი აუდიოისტორიის შესახებ მასალების თავმოყრა და საზოგადოებისთვის მიწოდება.
თბილისი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (მისამართი: გუდიაშვილის ქუჩა №7)

16: 00 საათზე – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ორგანიზებით გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაცია „21-ე საუკუნის“ მიერ მომზადებული წიგნის – „სიძულვილის ენა“ პრეზენტაცია.
თბილისი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)

20: 30 საათზე – “ბილტმორ თბილისში” არაოლიმპიურ სახეობებში 2017 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართება. ცერემონია ტრადიციულად რადიო JAKO FM-ის იუბილეზე შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი