სამხრეთ აფრიკაში H&M-ის რამდენიმე მაღაზია დაარბიეს

როგორც Reuters  იუწყება, შაბათს შვედური H&M-ის რამდენიმე მაღაზიაში საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიჭრნენ, რომლებიც კომპანიის რასისტულ რეკლამას აპროტესტებდნენ.

“ეკონომოკური თავისუფლებისთვის მებრძოლები” (EFF)  ის ულტრამემარცხენე დაჯგუფებაა, რომელმაც სამხრეთ აფრიკაში H&M-ის ექვსი მაღაზია გატეხა, დახია აბრები და გადაყარა ტანსაცელი. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენა,  თუმცა აქციის არცერთი მონაწილე არ დაუკავებია. 

საქმე H&M-ის რეკლამას ეხება, რომელზეც შავკანიან პატარა ბიჭს ჯემპრი, წარწერით “ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში” აწერია. რეკლამისთვის კომპანიამ საჯაროდ ბოდიში მოიხადა, თუმცა, როგორც საპროტესტო აქციის წევრები აცხადებენ, ბოდიშისთვის უკვე გვიანია. მათივე თქმით, უკვე დასრულდა ის დრო, როდესაც რასისტული კამპანიისთვის საჯარო ბოდიში საკმარისია.

H&M Africa-ს  მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა საიტზე განთავსებულია განცხადება, რომლის მიხედვითაც კომპანია რეკლამისთვის კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს.

“ჩვენი პოზიცია მარტივია, ჩვენ შეგვეშალა და ამის გამო ძალიან ვწუხვართ”- ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ H&M-მა ვებგვერდზე, ბავშვების სამოსის განყოფილებაში, განათავსა ჯემპრი, წარწერით “ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში”, რომელიც შავკანიან პატარა ბიჭს აცვია. შავკანიანი მოდელის სურათი მწვანე ჯემპრში H&M-ის საიტიდან აიღეს, თუმცა ორი მსგავსი დიზაინის ჯემპრის ფოტო, რომლებშიც თეთრკანიანი მოდელები არიან ასახულნი, არ წაუშლიათ.

დარჩენილი ჯემპრიდან ერთს “თვითგადარჩენის ოფიციალური ექსპერტი” და “ჯუნგლების მღვიმე” აწერია; მეორეს კი, ჟირაფის, ვეფხვის და სხვა ცხოველების კონტურები. კომპანიის რეკლამამ სოციალურ ქსელებში მომხმარებლის პროტესტი გამოიწვია. “შავკანიან ბავშვს H&M-ის ჯემპრი, წარწერით “ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში” უნდა ეცვას, თეთრკანიანს კი, “თვითგადარჩენის ექსპერტი”. ეს ამაზრზენია” – წერდნენ თვითერზე. კომპანიამ ამ გადაწყვეტილებისთვის ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან