პეგასუსი: ტრაპიზონში სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ტრაპიზონში “Pegasus Airline-ის” სამგზავრო თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე მომხდარი ინციდენტის გამო ავარიულად დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას “Pegasus Airline-ის” პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ვიდეოში ჩანს, თვითმფრინავი ,დაშვების დროს, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და ზღვის ნაპირთან გაჩერდა.

კომპანიის თქმით, Boeing 737-800-ის ტიპის  თვითმფრინავში 162 მგზავრი , 2 პილოტი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაციაც დროულად განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავზე მყოფთ შორის არცერთს არ აღენიშნება რაიმე სახის დაზიანება.

თვითმხილველები კი ამბობენ, რომ  მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს მხოლოდ მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ, ხოლო თვითმფრინავი შავ ზღვასთან ახლოს დაეშვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან