ახალი ამბები

ნისლის გამო, თბილისის აეროპორტში ორი რეისი გაუქმდა

13 იანვარი, 2018 • 1974
ნისლის გამო, თბილისის აეროპორტში ორი რეისი გაუქმდა

ნისლის გამო, დღეს, 13 იანვარს, თბილისის აეროპორტში ორი რეისის შესრულება გაუქმდა. რეისები გაუქმდა თეირანის და დუბაის მიმართულებით:

“დანარჩენი რეისები, რაც იყო გადამისამართებული სხვადასხვა ქალაქებში, ყველაფერი შესრულდა. ზოგი გზაშია. ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს აეროპორტი. რეისების გადადება და გაუქმება მოხდა ერთსაათიან ინტერვალში, ამის შემდეგა, 18:00 საათიდან ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს აეროპორტი”,- განუცხადეს “ნეტგაზეთს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი