ახალი ამბები

პოლიციამ ორსულ ცოლზე ძალადობის ბრალდებით რუსთავში კაცი დააკავა

13 იანვარი, 2018 • 2223
პოლიციამ ორსულ ცოლზე ძალადობის ბრალდებით რუსთავში კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში პირი დააკავა, რომელმაც 9 თვის ორსულ ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავებული პირობით მსჯავრდებულია.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით. შსს-ს ცნობით, დანაშაული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი