ახალი ამბები

კაცმა ყოფილი ცოლი და მისი მეგობარი დანით დაჭრა

12 იანვარი, 2018 • 1992
კაცმა ყოფილი ცოლი და მისი მეგობარი დანით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი ცოლი და მისი მეგობრი დანით დაჭრა.

ფაქტი თბილისში მოხდა.  1975 წელს დაბადებული ზ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში,  3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს და მის მეგობარს დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. უწყების ცნობითვე, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი