მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, საავტომობილო გზაზე შეზღუდვაა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მეწყრული პროცესების  გააქტიურების  გამო 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3-ე კილომეტრიდან, სოფელ სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9-ე კილომეტრამდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com