ახალი ამბები

ცვლილებები ფეისბუქზე – კომპანიების და მედიის პოსტები ნაკლებად გამოჩნდება

12 იანვარი, 2018 • 2395
ცვლილებები ფეისბუქზე – კომპანიების და მედიის პოსტები ნაკლებად გამოჩნდება

სოციალური ქსელ “ფეისბუქის” მუშაობის პრინციპი იცვლება. ცვლილებების თანახმად, მომხმარებლების News Feed-ში ბიზნესგვერდების, ბრენდის და მედიის პოსტები ნაკლებად გამოჩნდება. ცვლილებების შესახებ “ფეისბუქის” დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი პირად გვერდზე წერს.

კომპანია აცხადებს, რომ ცვლილებების შემდეგ ორგანიზაციები მათი კონტენტის პოპულარობის შემცირებას შენიშნავენ. ცვლილებები მომავალი კვირების მანძილზე ამოქმედდება.

“ჩვენი მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის თანახმად, ბიზნესის, ბრენდებისა და მედიის პოსტები ფარავს მომხმარებელთა პერსონალურ მომენტებს. სწორედ ამან გვიბიძგა, რომ ადამიანები უფრო მეტად დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან”,- წერს ცუკერბერგი.

მისივე თქმით, ის და მისი გუნდი იღებენ პასუხისმგებლობას, რომ “ფეისბუქი” ადამიანთა კეთილდღეობისთვის კარგი სივრცე იყოს.

“ცვლილებების შედეგად ველოდებით, რომ ადამიანების მიერ ფეისბუქზე გატარებული დრო შემცირდება, მაგრამ ასევე, ველით, რომ ეს დრო უფრო ღირებული იქნება”- წერს ცუკერბერგი.

მსგავსი ცვლილებები “ფეისბუქმა” 2016 წელსაც გაატარა და ახალი ალგორითმით კომპანიების გვერდების პოპულარობა შეამცირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი