ახალი ამბებისაზოგადოება

5 ყველაზე პოპულარული ადგილი და მილიონამდე ვიზიტორი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე

12 იანვარი, 2018 • 3512
5 ყველაზე პოპულარული ადგილი და მილიონამდე ვიზიტორი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2017 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ნახევარ მილიონამდე უცხოელი ტურისტი ეწვია.

სააგენტოს ცნობით, 2017 წელს  დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობამ  954 397 შეადგინა. ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 30 %-ითაა გაზრდილი.

ოფიციალური ცნობით, 2017 წელს ვიზიტორთა შორის 57% ქართველი, 43% კი უცხოელი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დაცულ ტერიტორიებს 410 390 უცხოელი ტურისტი ეწვია. როგორც სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, უცხოელი ტურისტების აღრიცხვა სხვადსხვა ნიშნით ხდებოდა [ საუბარი და ასე შემდეგ]. გარდა ამისა, ზოგიერთ დაცულ ტერიტორიაზე ქართველებისა და უცხოელებისთვის სხვადასხვა ფასია დადგენილი.

2017 წლის საქართველოს დაცული ტერიტორიების ტოპ ხუთეული ასე გამოიყურება:

[checklist]

  • პრომეთეს მღვიმე – 163 941
  • მარტვილის კანიონი – 147 374
  • ყაზბეგის ეროვნული პარკი – 154 085
  • სათაფლია – 85 526
  • ოკაცეს კანიონი – 73 113

[/checklist]

ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე:

[checklist]

  • მაჭახელას ეროვნული პარკი – ზრდა  147%
  • მარტვილის კანიონი – ზრდა 136%
  • ალგეთის ეროვნული პარკი – ზრდა 74%
  • თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47%
  • მტირალას ეროვნული პარკი – ზრდა – 41%
  • ოკაცეს კანიონი – ზრდა – 40%
  • პრომეთეს მღვიმე – ზრდა – 19% [/checklist]

სააგენტოს ცნობით, 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს ვიზიტორები ესტუმრნენ მსოფლიოს 97 ქვეყნიდან, მათგან ყველაზე მეტი ვიზიტორი დაფიქსირდა გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან. წელს ვიზიტორთა რაოდენობა  203%-ით გაიზარდა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, 64%-ით ინდოეთიდან, 63%-ით ლატვიიდან, 48%-ით ლიტვადან და რუსეთიდან. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს პირველად ესტუმრნენ ვიზიტორები ლიბანიდან, ლიბიიდან, ტაჯიკეთიდან, იემენიდან, ტუნისიდან, სამხრეთ სუდანიდან და ნეპალიდან.

სააგენტოს ცნობით, 20 ადმინისტრაციიდან მარტო 5 დაცული ტერიტორიის წვლილი საქართველოს ეკონომიკაში შეადგენს 86 მილიონზე მეტ ლარს, რაც მოიცავს როგორც ეკოტურისტული სერვისების, ისე ადგილობრივი ბიზნესის შემოსავლებს.

ეს ციფრი იმ კვლევის შედეგია, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში – საქართველო“  გერმანელმა ექსპერტმა ყაზბეგის, ლაგოდეხის, მარტვილის, მტირალას და პრომეთეს დაცულ ტერიტორიებზე ჩაატარა. კვლევა ეფუძნება საქსტატისგან, ვიზიტორებისა და ადგილობრივი ტურისტული სერვისების მიმწოდებლებისგან მიღებულ ინფორმაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი