ახალი ამბები

სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

12 იანვარი, 2018 • 2352
სასამართლომ ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი ცოლის და სიმამრის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქალაქო სასამართლოს პოზიცია და ბაკურაძეს 3 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, გოგა ხატიაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თავად პროკურატურამ გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში. პროკურატურა საქალაქო სასამართლოსგანაც პატიმრობას ითხოვდა:

“მოსამართლე ერთი საათის განმავლობაში სათათბიროდ იყო გასული და საბოლოოდ დარბაზში აიყვანეს ბრალდებული და პატრიმრობა შეუფარდეს. ის საფრთხეები, რაც თავის დროზე არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ და ვერ დაინახა ეს საფრთხეები, დაინახა და ადეკვატურად შეაფასა სწორედ სააპელაციო სასამართლომ”,- განუცხადა “ნეტგაზეთს” გოგა ხატიაშვილმა, დეა გოშხეთელიანის და მისი მამის ინტერესების დამცველმა.

მისივე ცნობით, პროკურატურა აპელირებდა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, ასევე, დეა გოშხეთელიანისა და მამისის მიმართ შესაძლო ზეწოლის საფრთხეზეც.

გრიგოლ ბაკურაძეს ბრალი ორ მუხლით აქვს წარდგენილი – 126-ე, ძალადობის მუხლით და 126-ე პრიმა, ოჯახში ძალადობის მუხლით, რომელიც მისივე ოჯახის წევრი არასრულწლოვნის თანდასწრებითაა ჩადენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი