ახალი ამბები

ქვემო ქართლში ქორწინების მიზნით გატაცებული გოგო მშობლებმა სახლში დააბრუნეს

12 იანვარი, 2018 • 2834
ქვემო ქართლში ქორწინების მიზნით გატაცებული გოგო მშობლებმა სახლში დააბრუნეს

ქვემო ქართლში ცოლად მოყვანის მიზნით გატაცებული გოგონა მშობლებმა უკან დააბრუნეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და გამტაცებელი დაკავებული არ არის.

გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გოგონას სახლში დაბრუნების შემდეგ, გამტაცებლის ნათესავები მის ოჯახში პოლიციაში შეტანილი საჩივრის უკან გამოთხოვის სათხოვნელად მივიდნენ, რასაც “რადიო მარნეულის” ცნობით ,სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარის გამო უკვე სახლში მყოფი გოგონა შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ, მისმა მშობლებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავებმა გამტაცებლის ნათესავებს წასვლისკენ მოუწოდეს და აუხსნეს, რომ მოთხოვნები კანონს ეწინააღმდეგებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი