ახალი ამბები

გამოცხადებული 52 ვაკანსიიდან თანამდებობაზე 34 მოსამართლე გამწესდა

11 იანვარი, 2018 • 5994
გამოცხადებული 52 ვაკანსიიდან თანამდებობაზე 34 მოსამართლე გამწესდა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა კონკურსის კენჭისყრის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, გამოცხადებული 52 ვაკანტური ადგილიდან თანამდებობაზე 34 მოსამართლე გამწესდა.  

დანიშნული მოსამართლეებიდან 18 ამჟამად მოქმედი მოსამართლეა, 19 დაინიშნება უვადოდ, ხოლო 15 – სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. კონკურსის შედეგების მიხედვით, 18 თანამდებობა ვაკანტური დარჩა.

რაც შეეხება კონკურსს,   2017 წლის 23 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით, მონაწილეობის მისაღებად 84 კანდიდატი დარეგისტრირდა, რომელთაგან მეორე ეტაპზე 82 გადავიდა. მეორე ეტაპზე გადასულ მოსამართლეებს შორის 32 არის მოქმედი მოსამართლე, 25 – იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული, 25  კი ყოფილი მოსამართლეა.

გასაუბრების ეტაპზე კანდიდატურა ორმა მოსმაართლემ მოხსნა, ერთი არ გამოცხადდა, ხოლო დარჩენილი 79 კონკურსანტიდან 28-მ მოითხოვა სხდომის დახურვა, ორმა კი – წევრის აცილება.

სამმა კანდიდატმა კენჭისყრის ეტაპამდე მოხსნა კანდიდატურა, ხოლო 76-დან 19-მა ვერ დააკმაყოფილა კრიტერიუმები. საბოლოოდ, კენჭისყრის ეტაპზე 57 კანდიდატი გადავიდა.

კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა გიორგი არევაძემ. არევაძე ის მოსამართლეა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კენჭისყრის შედეგად მოსამართლის თანამდებობაზე გამწესდნენ:

  1. აბაშიძე ივერი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  2. აბრამიძე იოსებ – გურჯაანის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში
  3. აბულაძე დარინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  4. გეწაძე შოთა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
  5. გიგაური მაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  6. გოგოლაური თათია – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  7. გოგოხია თემურ – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  8. გოგუაძე ალექსანდრე – სენაკის რაიონული სასამართლო მაგისტრატი მოსამართლე აბაშის მუნიციპალიტეტში
  9. ებანოიძე გიორგი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  10. ვაშაყმაძე თინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  11. თავართქილაძე ლაშა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  12. თარაშვილი ნინო – ბოლნისის რაიონული სასამართლო
  13. თევზაძე ლევან – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  14. კალანდაძე ნანა – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  15. კელენჯერიძე იზა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  16. კვირიკაშვილი მაია – თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
  17. კუპრეიშვილი გოგა – გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  18. ლეჟავა სოფიო – მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში
  19. ლომიძე ვეფხია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  20. მაკარიძე გენადი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  21. მეთოფიშვილი სერგო – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  22. მილდენბერგერი ლელა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  23. ონიანი თამარ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
  24. სანდოძე ნინო – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  25. სიხარულიძე თეიმურაზ – ფოთის საქალაქო სასამართლო
  26. ტოგონიძე ირმა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
  27. ტოგონიძე ნათია – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
  28. ტყავაძე გიორგი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
  29. ფორჩხიძე ვიოლეტა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
  30. შონია ბადრი – მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში
  31. ჩახნაშვილი ნინო – თელავის რაიონული სასამართლო
  32. ძაბუნიძე ამირან – თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია
  33. ჯეირანაშვილი გოჩა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
  34. ჯინორია ხათუნა – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი