ლარი დოლართან მიმართებაში ერთი თეთრით გამყარდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა  დოლართან მიმართებაში  1 თეთრით, ხოლო ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 2 თეთრით გამყარდა.

12 ნოემბრის კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.5671 ლარია, ხოლო ერთი ევრო – 3.0667 ლარი.

ლარი ბოლო დღეების განმავლობაში დოლართან მიმართებაში მყარდება. ასე, მაგალითად, 8 იანვრის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2. 5967 ლარი ღირდა,  9 იანვარს- 2.5895 ლარი ; 10 იანვარს- 2.5803 ლარი , ხოლო 11 იანვრის კურსით 1 აშშ დოლარი  2.5778 ლარს შეადგენდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან