ახალი ამბები

შსს: ოჯახში ძალადობის ბრალდებით ყვარელში მამაკაცი დააკავეს

11 იანვარი, 2018 • 1774
შსს: ოჯახში ძალადობის ბრალდებით ყვარელში მამაკაცი დააკავეს

ყვარელში ოჯახში ძალადობის ბრალდების 27 წლის მამაკაცი დააკავეს.  ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში დაკავებული სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხმყოფას მეუღლესა და მეუღლის მამას.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს  [საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლი ] : ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი