ახალი ამბები

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი პანკისის ხეობაში გადაასვენეს

10 იანვარი, 2018 • 2752
თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი პანკისის ხეობაში გადაასვენეს

დღეს, 10 იანვარს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში გადაასვენეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შუბლის არეში დაჭრეს. იგი 19 წლის იყო.

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა. დღესვე მის ცხედარს სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელსაც ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ესრებოდა.

მოვლენების ქრონოლოგია: 

  • 10 იანვარი: პანკისში სპეცოპერაციისას თავში დაჭრილი  თემირლან მაჩალიკაშვილი დილით გარდაიცვალა. ის 19 წლის იყო.
  • მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მუდივად ითხოვდნენ, რომ დაჭრილი გადაეყვანათ უცხოეთის კლინიკაში და შვილს უდანაშაულოდ მიიჩნევდნენ.
  • 26 დეკემბერი: თემირლან მაჩალიკაშვილის პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს;
  • უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი დაკავების მომენტში სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა. ვერსიას დაჭრილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას მძინარე მდგომარეობაში ესროლეს.
  • დაკავებულებს ბრალი ედებათ ტერორიზმის დაფინანსებაში, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერასა და რესურსებით უზრუნველყოფაში.
  • სუს–ის ინფორმაციით, პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებული  პირები დაეხმარნენ ტერორისტებს ბინის და იარაღის მოძიებაში. მათ შორის ჩატაევს, რომელიც სამართალდამცველებმა თბილისში, გაბრიელ ბერის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი