ახალი ამბები

EBRD ენგურჰესის მოდერნიზაციისთვის 28 მილიონი ევროს ოდენობის სესხს ამტკიცებს

10 იანვარი, 2018 • 2314
EBRD ენგურჰესის მოდერნიზაციისთვის 28 მილიონი ევროს ოდენობის სესხს ამტკიცებს

ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ენგურის ჰესის მოდერნიზაციას დააფინანსებს. საქართველოს ერთ-ერთი უმსხივლესი  ჰესისთვის  ბანკი “შპს ენგურჰესს” სესხს დაუმტკიცებს, რომლის მოცულობაც 28 მილიონი ევროა.

ევრობანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაცემული სესხით დაფინანსდება ინვესტიციები ჰესის განგრძობადი უსაფრთო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, საერთო ჯამში, ელ. ენერგიის წარმოებისა და კლიმატის ცვლილებებისადმი გამძლეობის გასასზრდელად, აგრეთვე, CO2 ემისიის შესამცირებლად.

გარდა სესხისა, შპს ენგურჰესი საგრანტო დაფინანსებასაც მიიღებს, როგორც ევროპის საინვესტიციო , ასევე ავსტრიის DRIVE ფონდებიდან.

“ჰესი მდინარე ენგურის ბასეინში მდებარეობს. ის ქვეყანას აწვდის მოხმარებული ელ. ენერგიის 40 პროცენტს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაში.
ევრობანკის ფინანსური რესურსის გარდა, კომპანია საგრანტო დაფინანსების სახით €7 მილიონს მიიღებს ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივის საინვესტიციო ფონდიდან, ხოლო ტექნიკური თანამშრომლობისთვის ასევე გრანტის სახით მიიღებს €450,000 ავსტრიის DRIVE ფონდიდან, რაც მოხმარდება მდინრის მთელი ბასეინის მასშტაბით კოორდინაციის ინიციატივის განხორციელებას. ამ დაფინანსების ფარგლებში მოხდება საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობა” – ნათქვმია განცხადებაში.

როგორც EBRD-ში აცხადებენ, მოდერნიზაცია საქართველოს მისცემს ბუნებრივი აირის მასიური იმპორტის შემცირებისა და ქვეყნისენერგო უსაფრთხოების გაზრდის საშუალებას, რაც ბუნებრივი აირის განახლებადი ადგილობრივი ჰიდრორესურსების ჩანაცვლების გზით განხორციელდება.  პროექტი 2013 წლიდან რეგისტრირებულია სუფთა განვითარების მექანიზმის შესახებ კიოტოს პროტოკოლით, რომლითაც  ნახშირბადის აქტივის წარმოება და  საერთაშორისო ნახშირბადის ბაზრებზე რალიზაცია ხდება.

საქართველოში EBRD-ის  საქმიანობის დაწყებიდან ბანკს ინვესტირებული აქვს €2.8 მილიარდზე მეტი 207 პროექტის ფარგლებში. მათ შორის,  ისეთ დარგებში და სექტორებში, როგორიცაა: ფინანსური შუამავლობა, კორპორატიული სექტორი, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა. მისი კაპიტალდაბანდების 91 პროცენტი კერძო სექტორის განვითარებას ხმარდება. რაც შეეხება ენგურჰესს, ევრობანკი მას 1998 წლიდან აფინანსებს, რა პერიოდშიც მისი რეაბილიტაციის პირველი სამი ფაზა განხორციელდა. ჯამში, ბანკს 60 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი