ახალი ამბები

ვინ არიან სახალხო დამცველის ახალი მოადგილეები – მოკლედ

10 იანვარი, 2018 • 2849
ვინ არიან სახალხო დამცველის ახალი მოადგილეები – მოკლედ

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც 2017 წლის მიწურულს პარლამენტმა დაამტკიცა  სახალხო დამცველად, 10 იანვარს ახალი მოადგილეები წარადგინა.

პირველ მოადგილედ თამარ გვარამაძე,  ხოლო მოადგილეებად გიორგი ბურჯანაძე და ეკა სხილაძე დანიშნა.

სხილაძე მანამდეც ომბუდსმენის მოადგილე იყო, ხოლო წინა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე  ნათია კაციტაძე ომბუდსმენის აპარატში აღარ გააგრძელებს მუშაობას.

[red_box]ვინ არიან ახალი მოადგილეები[/red_box]

თამარ გვარამაძე , პირველი მოადგილე- ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სამართლის აკადემიის უფროსი  2016-2017 წლებში.

2014-2016 წლებში- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ხოლო მანამდე ასევე მუშაობდა პროექტის კოორდინატორად საიაში. 2009-10 წლებში გვარამაძე მუშაობდა განათლების სამინისტროში საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის უფროსად.

გვარამაძე არის სამართლის დოქტორი [თსუ]. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და სხვადასხვა სასწვალებლის მიწვეული ლექტორი. ვრცლად მის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

გიორგი ბურჯანაძე, მოადგილე – ის 2014 წლიდან არის ფონდ “ღია საზოგადოება- საქართველოს”  ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი. 2010 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, მართლმსაჯულების დეპარტამენტში, ხოლო 2012-2014 წლებში ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტში – „საქართველოს სახალხო დამცველის მხარდაჭერა“. გიორგი ბურჯანაძემ თავისი პროფესიული კარიერა დაიწყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.  გიორგი ბურჯანაძე ფლობს სამართალმცოდნის ბაკალავრის ხარისხს (2009 წელი, თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), სისხლის სამართლის მაგისტრის ხარისხს (2011, თსუ, იურიდიული ფაკულტეტი), შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის ხარისხს (2012, Central European University, Legal Studies Department).  ვრცლად მის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:

ეკა სხილაძე, მოადგილე – სახალხო დამცველის მოადგილეა 2016 წლიდან. 2013- 2016 წლებში იყო  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი; 2013 წლის სექტემბერი/ნოემბერი – ეროვნული კონსულტანტი ქალთა უფლებებზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM;

მასალების გადაბეჭდვის წესი