ახალი ამბები

ცესკო–ს პრესსპიკერი: ცესკო–ზე ზეწოლა არ ყოფილა

12 აგვისტო, 2013 • • 1743
ცესკო–ს პრესსპიკერი: ცესკო–ზე ზეწოლა არ ყოფილა

“არა, ზეწოლა არ ყოფილა, ასეთს ვერ გავიხსენებ”, – განაცხადა პრესსპიკერმა. თუ რატომ დაწერა ზურაბ ხარატიშვილმა ცესკო–ს თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, ამას თავად ხარატიშვილი იტყვის 15 აგვისტოს. 

 

ეკა არაზაშვილისვე განცხადებით, ზურაბ ხარატიშვილის პოსტიდან გადადგომას გარკვეული სამართლებრივი პროცედურები სჭირდება და ფორმალურად ის კვლავ ცესკო–ს თავმჯდომარედ ითვლება, თუმცა, ამჟამად შევბულებაში იმყოფება.

 

როგორც ცესკო–ს პრესსპიკერი განმარტავს, ცესკო შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას წინასაარჩევნოდ, ხარატიშვილის
 მოვალეობას კი მისი მოადგილე დავით კირთაძე შეასრულებს.  იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუფერხებლად იმუშაოს, ადგილზე უნდა იყოს მინიმუმ 9 წევრი.

 

ეკა არაზაშვილმა პრესკონფერენციაზე, ასევე, განაცხადა, რომ ზურაბ ხარატიშვილის მიერ თანამდებობის დატოვება სამართლებრივად არ გამოიწვევს ავტომატურად რომელიმე სხვა პირის უფლებამოსილების შეწყვეტას.

 

ცესკო–ს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი პრეზიდენტმა 15 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ცესკო–ს. თუ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ მოახერხა არჩევანის გაკეთება, ეს გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.

ცესკო
ცესკო

მასალების გადაბეჭდვის წესი